ევროპარლამენტში დღეს საქართველოს შესახებ დებატები და რეზოლუციის კენჭისყრა იგეგმება

28 ნოემბერი 2024, 10:16 214 ნახვა

ევროპარლამენტში დღეს საქართველოს შესახებ დებატები და რეზოლუციის კენჭისყრა იგეგმება. მომზადებულია ორი დოკუმენტი.

ერთ-ერთ ევროპის სახალხო პარტიამ დაარეგისტრირა და ის მოუწოდებს ევროკომისიასა და ევროპულ საბჭოს, გადახედონ საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის საკითხს, თუ ჩაითვლება, რომ ევროკავშირის სტანდარტები დაცული არ არის. რეზოლუციაში საუბარია მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებასა და მისი საზღვარგარეთ გადაყვანის აუცილებლობაზეც.

მეორე დოკუმენტის მიხედვით კი, ევროპელი კანონმდებელი ყველას მოუწოდებს, აღიარონ საქართველოში ჩატარებული არჩევნების შედეგები და ითანამშრომლონ გამარჯვებულ პარტიასთან.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში