„ძლიერმა საქართველომ“ პარლამენტს მანდატების გაუქმების მოთხოვნით ოფიციალურად მიმართა

28 ნოემბერი 2024, 13:25 185 ნახვა

"ძლიერმა საქართველომ“ პარლამენტს მანდატების გაუქმების მოთხოვნით ოფიციალურად მიმართა.

პოლიტიკური ლიდერების ინდივიდუალური განცხადებები, მანდატების დათმობის შესახებ, საქართველოს პარლამენტში „ძლიერი საქართველოს“ ლიდერებმა წარადგინეს.

შეგახსენებთ, "კოალიცია ცვლილებისთვის, "ერთიანობა ნაციონალურმა მოძრაობამ" და  "ძლიერმა საქართველომ" საპარლამენტო სიები ჩახსნეს. შემდგომი პროცედურა მანდატების გაუქმებაზე ინდივიდუალურ მიმართვებს ითვალისწინებს. 

რატი ჯიჭონაია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში