პარლამენტმა მთავრობის შემადგენლობას ნდობა გამოუცხადა

28 ნოემბერი 2024, 13:44 238 ნახვა

84 მომხრე, 0 წინააღმდეგი, პარლამენტმა მთავრობის შემადგენლობას ნდობა გამოუცხადა.

სამთავრობო პროგრამა -  "მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობით ევროპისკენ" დეპუტატებს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ წარუდგინა.

მთავრობა პარლამენტს ნდობის მისაღებად ასეთი შემადგენლობით წარედგინა:

  • პრემიერ მინისტრი - ირაკლი კობახიძე;
  • საგარეო საქმეთა მინისტრი - მაკა ბოჭორიშვილი;
  • გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი - დავით სონღულაშვილი;
  • იუსტიციის მინისტრი - ანრი ოხანაშვილი;
  • განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი - ალექსანდრე წულაძე;
  • ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი - ლევან დავითაშვილი;
  • თავდაცვის მინისტრი - ირაკლი ჩიქოვანი;
  • შინაგან საქმეთა მინისტრი - ვახტანგ გომელაური;
  • კულტურისა და სპორტის მინისტრი - თინათინ რუხაძე;
  • ოკუპირებული ტერიტირიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი - მიხეილ სარჯველაძე;
  • ფინანსთა მინისტრი - ლაშა ხუციშვილი;
  • რეგიორნული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრი - ირაკლი ქარსელაძე;
  • შერიგებისა და სამოქალაქო თანასროწობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი - თეა ახვლედიანი.

 

 
ნინო ლორჩოშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში