ლიეტუველი ფოტოგრაფების გამოფენა ბათუმში

28 ნოემბერი 2024, 14:05 425 ნახვა

ლიეტუველი ფოტოგრაფების გამოფენა ბათუმში. ხელოვნების უნივერსიტეტის საგამოფენო სივრცეში ორი ხელოვანის ნამუშევრები დღეს გამოიფინა. 

ანა ვლეზკომ და სოფია ფილიპოვიჩმა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში იმოგზაურეს და შთაბეჭდილებები ფოტოებზე აღბეჭდეს.

ფოტოკოლაჟს “ერთიანობა“ ჰქვია, რაც მათი თქმით, ადამიანებისა და ბუნების ერთიანობას, მათ საერთო ისტორიას გადმოცემს. 

ხელოვანები  ერასმუს პლუსის პროგრამის ფარგლებში სამი თვეა იმყოფებიან საქართველოში. ისინი ხელოვნების მუზეუმში პრაქტიკას გადიან და ამზადებენ ვიდეოებს მუზეუმისთვის. 

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში