ევროპარლამენტარები მიხეილ სააკაშვილის ჰუმანიტარული ნიშნით დაუყოვნებლივ გათავისუფლების შესახებ მოწოდებას კიდევ ერთხელ იმეორებენ

28 ნოემბერი 2024, 16:03 236 ნახვა

არასავალდებულო ძალის მქონე რეზოლუციის თანახმად, ევროპარლამენტარები მიხეილ სააკაშვილის ჰუმანიტარული ნიშნით დაუყოვნებლივ გათავისუფლების შესახებ მოწოდებას კიდევ ერთხელ იმეორებენ.

რეზოლუციის თანახმად ევროპარლამენტი:

მტკიცედ იმეორებს თავის სასწრაფო მოთხოვნას ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჰუმანიტარული ნიშნით დაუყოვნებლივ გათავისუფლების შესახებ; ხაზს უსვამს, რომ საქართველოს მთავრობას ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლეზე, ჯანმრთელობაზე, უსაფრთხოებასა და კეთილდღეობაზე სრული და უდავო პასუხისმგებლობა ეკისრება და ნებისმიერ ზიანზე, რომელიც მას მიადგება, სრულად პასუხისმგებელი იქნება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში