“ევროპული საქართველო“ ოფისს ბათუმში თვის ბოლოს გახსნის

18 აპრილი 2017, 00:00 2874 ნახვა

პარტია “ევროპული საქართველოს“ აჭარის რეგიონული ორგანიზაციის პრეზენტაცია აპრილის ბოლოსაა ჩანიშნული. პრეზენტაციაზე, სავარაუდოდ, “ევროპული საქართველოს“ ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარეს აირჩევენ. პარტიაში რამდენიმე კანდიდატურას განიხილავენ,  წინასწარი მონაცემებით, შესაძლოა, ბათუმის საქალაქო ორგანიზაციას ნუგზარ მგელაძემ უხელმძღვანელოს. ის, ბოლო დროს, აჭარის მთავრობის თვამჯდომარე ლევან ვარშალომიძის მრჩეველი, მანამდე კი ბათუმის სახელწმიფო უნივერსიტეტის რექტორი იყო.

რაულ თავართქილაძის განცხადებით, პარტიას აჭარაში 500 წევრი უკვე ჰყავს. თუ ვინ გაემგზავრება მაისის ბოლოს დაგეგმილ პარტიის ყრილობაზე თბილისში, ამას პოლიტსაბჭოს წევრები უახლოეს დღეებში გადაწყვეტენ.

ამავე კატეგორიაში