დაფინანსების გაჩერებით და მოლაპარაკებების არ გახსნით გვემუქრებით თვეებია, გახსენით ხვალვე მოლაპარაკებები, ვნახოთ რამდენ ხანში გადავასწრებთ ჩვენზე უკან მდგომ ყველა კანდიდატ ქვეყანას - ბითაძე ევროკავშირს 

29 ნოემბერი 2024, 11:27 253 ნახვა

დაფინანსების გაჩერებით და მოლაპარაკებების არ გახსნით გვემუქრებით თვეებია და „ოკ“ - როცა გითხარით, ახლა ეს ჩვენი ბრალია? გახსენით ხვალვე მოლაპარაკებები და ვნახოთ რამდენ ხანში გადავასწრებთ, ისედაც ვალდებულებების შესრულების ნაწილში ჩვენზე უკან მდგომ ყველა კანდიდატ ქვეყანას. გახსენით მოლაპარაკებები!!! და პატივი გვეცით როგორც ერს! კოლონიალიზმი 50-იანებში დასრულდა”, - წერს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, მაია ბითაძე სოციალურ ქსელში.

მისივე თქმით, “რასაც ევროპელი მეგობრები დღეს საქართველოს უკეთებენ, ამას უთხრეს უარი ქართველებმა 90-იანებში, რუსის ტვინით და პროპაგანდით აზროვნება რომ არ უნდოდათ”.

„მოვა დრო და ჩვენ ევროპელ მეგობრებს (ელჩებს), საჯაროდაც მოერიდებათ ჩვენთვის თვალებში ჩახედვა. კულისებში როგორ იმართლებენ თავს, ისედაც კარგად ცნობილია.

რასაც თქვენ დღეს საქართველოს უკეთებთ, ამას ვუთხარით უარი 90 იანებში, რუსის ტვინით და პროპაგანდით აზროვნება რომ არ გვინდოდა. უმრავლესობა, თქვენდა სამწუხაროდ, ცოცხლები ვართ და კარგად გვახსოვს თქვენი შეშფოთება ან საერთოდ იგნორი - 90-იანებში, 2008-ში და მთელი ის 9 წელი, როდესაც "ნაცები" გვატერორებდნენ. დაფინანსების გაჩერებით და მოლაპარაკებების არ გახსნით გვემუქრებით თვეებია და "ოკ" - როცა გითხარით, ახლა ეს ჩვენი ბრალია?

გახსენით ხვალვე მოლაპარაკებები და ვნახოთ რამდენ ხანში გადავასწრებთ, ისედაც ვალდებულებების შესრულების ნაწილში ჩვენზე უკან მდგომ ყველა კანდიდატ ქვეყანას.

გახსენით მოლაპარაკებები!!! და პატივი გვეცით როგორც ერს! კოლონიალიზმი 50- იანებში დასრულდა European Union in Georgia“, - წერს მაია ბითაძე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში