ბულგარეთში საქართველოს ელჩმა თანამდებობა დატოვა

29 ნოემბერი 2024, 14:01 253 ნახვა

ბულგარეთში საქართველოს ელჩი, ოთარ ბერძენიშვილი, პროტესტის  ნიშნად გადადგა.

თანამდებობის დატოვების შესახებ ბერძენიშვილი  X-ის გვერდზე წერს და სოლიდარობას უცხადებს მშვიდობიანი აქციის დროს დარბეულ მოქალაქეებს. ''არა ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეების თავისუფალი ნების წინააღმდეგ, ჩემი სრული სოლიდარობა მათ", - წერს ოთარ ბერძენიშვილი.

მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება კორეის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩიც.

''ჩვენ, როგორც არასდროს, გვჭირდება მეტი ევროპა და მეტი ნატო,, - წერს თარაშ პასკუა. მისი თქმით, საქართველოს მეტი სოლიდარობა და თავისუფალი სამყაროს გვერდში დგომა სჭირდება. 

მანამდე კი საქართველოს პრეზიდენტმა, გამართულ ბრიფინგზე   ელჩებს იმ ბერკეტების ამოქმედებისკენ მოუწოდა, რომლებზეც აქამდე იყო საუბარი. აღნიშნულთან დაკავშირებით, მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ არჩევანის გაკეთებაში ყველა თავისუფალია, თუმცა ამით დიპლომატიური კორპუსის მუშაობას პრობლემა არ შეექმნება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში