პრემიერ-მინისტრის განცხადება

29 ნოემბერი 2024, 15:15 286 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა 2028 წლამდე, ევროკავშირთან მოლაპარაკებების საკითხის არგახსნასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა და აღნიშნა, რომ მოლაპარაკებების გახსნა არის ფორმალური გადაწყვეტილება, რომელიც არ აჩქარებს ქვეყნის გაწევრიანებას ევროკავშირში.

კობახიძის განმარტებით, საქართველო 2028 წლისთვის ასოცირების დღის წესრიგითა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების 90%-ზე მეტს შეასრულებს და 2030 წლისთვის, საქართველო ყველა კანდიდატ ქვეყანაზე მეტად იქნება მზად ევროკავშირში გასაწევრიანებლად.

ამ განცხადების გარდა, პრემიერმა ისაუბრა გუშინდელ აქციაზე და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

ნატა ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში