მტკიცე მხარდაჭერის მისია

18 აპრილი 2017, 00:00 1955 ნახვა

საქართველოს შეიარაღებული ძალების  მეორე  ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონი „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში ოფიციალურად ჩაერთო. ქვედანაყოფმა 32-ე ბატალიონისგან ბაგრამის საავიაციო ბაზისა და მიმდებარე ტერიტორიის დაცვის ამოცანა უკვე სრულად ჩაიბარა. უფლებამოსილების გადაბარების ცერემონიალი ბაგრამის საავიაციო ბაზაზე გაიმართა.  ღონისძიება საქართველოს  სახელმწიფო ჰიმნით დაიწყო.  შეკრებილმა საზოგადოებამ წუთიერი დუმილით პატივი მიაგო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და საერთაშორისო მისიებში დაღუპული ქართველი ჯარისკაცების,ასევე 12 ნოემბერს ბაგრამის საავიაციო ბაზაზე აფეთქების შედეგად გარდაცვლილ სამხედრო და სამოქალაქო პირთა ხსოვნას. პირად შემადგენლობას სიტყვით ტაქტიკური დაჯგუფების „სპარტანელების“ მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა შტეფან ფილიპსმა და საზღვაო ქვეითთა კორპუსის ქართული სამეკავშირეო ჯგუფის მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა სკოტ მეიფიდმა მიმართეს. 

ამავე კატეგორიაში