აქციაზე დაშავდნენ მედიის წარმომადგენლები

30 ნოემბერი 2024, 12:00 288 ნახვა

როგორც წინა დღეს ასევე გუშინ საპროტესტო აქციაზე დაშავდნენ მედიის წარმომადგენლები, ტელეკომპანია ფორმულას ჟურნალისტი გურამ როგავა კლინიკაში რჩება, აქციაზე დაშავებული "ტვ პირველის" ჟურნალისტის მარიამ გაფრინდაშვილის მდგომარეობა კი დამაკმაყოფილებელია. "ამ მომენტისთვის თავს დამაკმაყოფილებლად გრძნობს.
ვტოვებთ კლინიკაში მეთვალყურეობისთვის", - განაცხადა ინგოროყვას კლინიკის ექიმმა ჟურნალისტის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით მედიასთან განაცხადა.მისივე თქმით, მარიამ გაფრინდაშვილს ჰქონდა შუბლის არეში ჭრილობა, რომელიც დამუშავდა და გაიკერა.
მედია ომბუდსმენის ინფორმაციით , 2024 წლის 29 და 30 ნოემბერს ნიღბიანი სპეცრაზმელები და პოლიციელები რუსთაველზე აგრძელებდნენ ჟურნალისტების და აქციის მონაწილეების სასტიკი და ძალადობრივი მეთოდებით დარბევას, აყენებდნენ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას.
მაქსიმალურად უშლიდნენ ხელს პროფესიული საქმიანობის შესრულებაში. დაშავებულებს შორის ასევე არიან აკა ზარქუა, რეალპოლიტიკას რედაქტორი, მედიაომბუდსმენის ინფორმაციით ის 10-მა სპეცრაზმელმა ცემა, ამცირებდნენ და არაჰუმანურად ეპყრობოდნენ, აიძულებდნენ საკუთარი პრესკარტა შეეჭამა, ხოლო ბოლოს, ჩანთა გაუხსნეს, საიდანაც სათვალე და აირწინაღი მოპარეს.
ასევე მედიაომუდსმენის ინფორმაციით ანა მსხალაძეს ონლაინგამოცემა “პუბლიკას“ ჟურნალისტს  სპეცრაზმელმა პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს დაარტყა და ტელეფონი წაართვა.

რატი ჯიჭონაია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში