სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერს, გიორგი გახარიას მატყუარას უწოდებს.
ამის შესახებ იოსელიანმა „ფეისბუქზე“ დაწერა და გამოეხმაურა გახარიას დღევანდელ განცხადებას, სადაც მან აღნიშნა, რომ აქციაზე დაკავებულებთან დაკავშირებით სახალხო დამცველი არაფერს აკეთებს.
„სახალხო დამცველი ახლა დიღმის იზოლატორში კი არ უნდა იყოს, მთელი ღამის განმავლობაში უნდა ყოფილიყო რუსთაველზე, საქართველოს მოქალაქეებთან ერთად და ერთი სიტყვა მაინც უნდა ეთქვა. ჯობს, ასეთი სახალხო დამცველი არ გვყავდეს. გვეცოდინება მაინც, რომ არ გვყავს და ჩვენი თავი ჩვენ თვითონ უნდა დავიცვათ. ჩვენი გუნდის რამდენიმე ათეული წარმომადგენელი უკანონო თავდასხმების შედეგად, უკანონოდ არის დაკავებული, ზოგს ჯერაც ვერ ვპოულობთ, სად და რომელ იზოლატორებში არიან გადაყვანილები, ამასაც ვერ ვიგებთ და სახალხო დამცველი არაფერს არ აკეთებს“, – განაცხადა გახარიამ.