დაკავებულების მდგომარეობა

30 ნოემბერი 2024, 18:35 238 ნახვა

ფიზიკური ანგარიშსწორება მსუბუქი ნათქვამია, ადამიანები ჰყვებიან როგორ უმოწყალოდ სცემდნენ მათ სპეცრაზმელები, როდესაც დაკავების მომენტში გადაჰყავდათ მანქანაში.
ამ შუალედში მათზე ხდებოდა იმგვარი ანგარიშსწორება, ისეთი ფიზიკური ანგარიშსწორება, რომ ადამიანი ვნახე, რომელსაც მთელი სახე აქვს ფაქტობრივად სისხლნაჟღენთებით.
ეს არის რაღაც სიმხეცე, ასეთი ფორმით ადამიანებთან მოპყრობას გამართლება არ აქვს,- ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა განაცხადა, რომელმაც ქალაქის მთავარ სამმართველოში წუხელ დაკავებულები მოინახულა და ასევე გაესაუბრა იმ პირებს, რომლებიც ჯერ სამმართველოში არ განუთავსებიათ და მანქანებში არიან დაყოვნებულები.
იოსელიანის განცხადებით, იზოლატორში მყოფი 13 პირიდან 11 სასტიკ ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე საუბრობს. ომბუდსმენის თქმით, მათ დაზიანებები ძირითადად სახის არეში აქვთ.

რატი ჯიჭონაია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში