საკონსტიტუციო კომისიის ჯგუფებმა შეხვედრები დაასრულეს

18 აპრილი 2017, 00:00 1831 ნახვა

სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფების ფორმატში გამართული შეხვედრები დასრულდა. ჯგუფის წევრებს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მიმართა და სამუშაო ჯგუფის ფორმატში დარჩენილ საკითხებზე და კონსტიტუციაში ახალი, 79-ე მუხლის დამატებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა ირაკლი კობახიძის თქმით, საგარეო კურსის თვალსაზრისით, როგორც მმართველ გუნდს, ასევე პოლიტიკური სპექტრის უმრავლესობას პოზიცია ჩამოყალიბებული აქვს. უმთავრეს პრიორიტეტს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია წარმოადგენს, რომელიც პარლამენტის გასული წლის ბოლოს მიღებულ რეზოლუციაში აისახა და ეს კურსი  კონსტიტუციის მე-11 თავის 79-ე მუხლშიც ჩაიწერება“, -  სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია სამუშაო ჯგუფებში გამართულ შეხვედრებს გაერთიანებულ სხდომაზე შეაჯამებს, რომელზეც უკვე განხილული საკითხების კენჭისყრა მოხდება. შემაჯამებელი სხდომის გამართვა კვირის ბოლოს იგეგმება

ამავე კატეგორიაში