მინდა, საზოგადოებრივ მაუწყებელში შეჭრილ „ნაციონალებს“, ირონიის გარეშე, მადლობა გადავუხადო ეთერისთვის, რადგან საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენეს, როგორია „ნაციონალის“ ნამდვილი სახე - პრემიერი

01 დეკემბერი 2024, 14:37 240 ნახვა

ყოველგვარი ირონიის გარეშე, საზოგადოებრივ მაუწყებელში შეჭრილ ნაციონალებს, მინდა მადლობა გადავუხადო გუშინდელი ეთერისთვის, რადგან მათ, ამ ეთერით, ქართულ საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენეს, თუ როგორია ნაციონალის ნამდვილი სახე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, ტელევიზიებში შეჭრა ნაციონალური მოძრაობის უცვლელი ხელწერაა.

„მინდა, ასევე გამოვეხმაურო საზოგადოებრივ მაუწყებელში ნაციონალური მოძრაობის შეჭრის ფაქტს. ამ აქტით, მათ კიდევ ერთხელ შეგვახსენეს, რომ ტელევიზიებში შეჭრა „ნაციონალური მოძრაობის“ უცვლელი ხელწერაა. ამასთან, ყოველგვარი ირონიის გარეშე, საზოგადოებრივ მაუწყებელში შეჭრილ ნაციონალებს მინდა მადლობა გადავუხადო გუშინდელი ეთერისთვის, რადგან მათ, ამ ეთერით, ქართულ საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენეს, თუ როგორია ნაციონალის ნამდვილი სახე. ბოდიშს ვუხდი რამდენიმე გულწრფელ და შეცდომაში შეყვანილ ადამიანს, რომლის გამოსწორება, მგონია, რომ ჯერ კიდევ შესაძლებელია“, – განაცხადა პრემიერმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში