ევროკავშირი ქართველი ხალხისა და მათი ევროპული მომავლის არჩევანის გვერდით დგას, ევროკავშირის კარი ღია რჩება - ურსულა ფონ დერ ლაიენი

01 დეკემბერი 2024, 18:39 257 ნახვა

ვწუხვართ საქართველოს ხელმძღვანელობის მიერ, ევროკავშირისა და მისი ღირებულებებისგან დაშორების გამო, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ევროკავშირი ქართველი ხალხისა და მათი ევროპული მომავლის არჩევანის გვერდით დგას.

„ევროკავშირის კარი ღია რჩება. ევროკავშირის გზაზე საქართველოს დაბრუნება საქართველოს ხელმძღვანელობის ხელშია“, – წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში