საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი უფლებამოსილების განხორციელებას შეუდგა

01 დეკემბერი 2024, 19:15 337 ნახვა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი უფლებამოსილების განხორციელებას შეუდგა. მინისტრმა, დღეს, სამინისტროს ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გამართა და სამომავლო საქმიანობის პრიორიტეტები განიხილა.

ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

როგორც მაკა ბოჭორიშვილმა აღნიშნა, საგარეო საქმეთა სამინისტრო, ერთიანი ძალისხმევით განაგრძობს კონსტიტუციით განსაზღვრული მიზნების განხორციელებას და  ეროვნული ინტერესების დაცვას. მინისტრმა ხაზი გაუსვა სახელმწიფოს წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევის საქმეში საგარეო საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ როლს.

მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა, რომ სახეზეა დიპლომატების მიმართ ზეწოლის კამპანია, რაც მიუღებელი და დაუშვებელია.

საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა ყველა იმ თანამშრომელს, რომლებსაც გააზრებული აქვთ საჯარო მოხელის პასუხისმგებლობა და მტკიცედ დგანან ეროვნული ინტერესების დასაცავად.

შეხვედრაზე საუბარი, ასევე, შეეხო სამინისტროს საქმიანობის უახლოეს დღის წესრიგს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში