საქართველოს პირველი არხი აცხადებს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი მზად არის, ეთერი დაუთმოს პრეზიდენტს და შესაბამისად, ჩვენ ველოდებით სალომე ზურაბიშვილს ინტერვიუსთვის საქართველოს პირველ არხზე, - აღნიშნულია პირველი არხის განცხადებაში.
სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მზად არის, საზოგადოებრივ მაუწყებელზე მივიდეს და ინტერვიუ მისცეს არხს, სადაც მისი თქმით წლებია დაბლოკილია.
"ჩვენ მზად ვართ, რომ დღესვე მივიღოთ სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებრივ მაუწყებელში და დავუთმოთ მას ეთერი", - ასე პაუხობს პირველი არხი პრეზიდენტს.