პროტესტი უნდა დარჩეს თავისუფალი, თვითორგანიზებით - პრეზიდენტი

01 დეკემბერი 2024, 21:54 269 ნახვა

ეს სამოქალაქო პროტესტი უნდა დარჩეს როგორიც არის თავისი სპონტანურობით, თავისუფლებით და თვითორგანიზებით, - ამის შესახებ პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტის რეზიდენციაში ბრიფინგზე განაცხადა.

ზურაბიშვილის თქმით, ყველა შეთანხმდა, რომ პროტესტს "არ სჭირდება პოლიტიკური პარტიების ჩარევა".

"ეს სამოქალაქო პროტესტი უნდა დარჩეს როგორიც არის თავისი სპონტანურობით, თავისუფლებით და თვითორგანიზებით. ამაზე ყველა შევთანხმდით, რომ არ სჭირდება არანაირი პოლიტიკური პარტიების ჩარევა, არც ჩემი ჩარევა, ცხადია, მაგრამ სჭირდება, მხარდაჭერა და სჭირდება დაცვა. მხარდაჭერა რაშ უნდა გამოიხატებოდეს - ეს პირველ რიგში არის საზოგადოების, არასამთავრობოების და იურისტების საქმე, რომლებიც ასევე წარმოდგენილი იყვნენ.

 

ვალდებულებაა იმ ადამიანების პირდაპირი მნიშვნელობით სამართლებრივი დაცვა, რომლებიც დაკავებულები არიან. მათი არდავიწყება ასევე ჩემი ვალდებულებაა. ყველა უწყებას უნდა მივმართოთ, რომ ვინც დაშავდა, ყველა უნდა იყოს დაცული. ჩემი პირდაპირი მოვალეობაა, რომ საერთაშორისო პარტნიორებთან ამ ძალადობის მიმართ და წინააღმდეგ მათი ხმაც ისმოდეს იმიტომ, რომ რასაც ჩვენ ვხედავთ დღევანდელ დღეს, ეს არის ცივილიზებულ ქვეყანაში სრულიად მიუღებელი", - განაცხადა ზურაბიშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში