პირველი არხის ჟურნალისტებზე არნახული ზეწოლა ხორციელდება - საზოგადოებრივი მაუწყებლის განცხადება

01 დეკემბერი 2024, 23:57 498 ნახვა

საქართველოს პირველი არხი საგანგებო განცხადებას ავრცელებს.

მაუწყებლის ინფორმაციით, პირველი არხის ჟურნალისტებზე არნახული ზეწოლა ხორციელდება.

საზოგადოებრივი მაუწყებელი მოითხოვს, პროფესიული საქმიანობის შესრულების შესაძლებლობა მიეცეთ.

"მაყურებელი პირდაპირ ეთერში ადევნებს თვალყურს პირველი არხის ჟურნალისტებზე განხორციელებულ არნახულ ზეწოლას, განსაკუთრებით მიზანმიმართულად და პროვოკაციულად მოქმედებენ ცალკეული ტელევიზიების წარმომადგენლები და არ გვეძლევა მუშაობის საშუალება.

 

კატეგორიულად მოვითხოვთ, მოგვეცეს ჩვენი პროფესიული საქმიანობის შესრულების შესაძლებლობა.

 

ერთადერთი დაპირება, რაც მივეცით ჩვენს მაყურებელს, არის ის, რომ "პირველი არხი" იყო და დარჩება თავისუფალი და დაიცავს სარედაქციო დამოუკიდებლობას ნებისმიერი ზეწოლის მიუხედავად," - აღნიშნულია განცხადებაში.

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა განცხადებით საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსსა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებსაც მიმართა.

"პირველი არხის ჟურნალისტები განიცდიან არნახულ ზეწოლას, განსაკუთრებით მიზანმიმართულად და პროვოკაციულად მოქმედებენ ცალკეული ტელევიზიების წარმომადგენლები და არ გვეძლევა მუშაობის საშუალება.

 

კატეგორიულად მოვითხოვთ, მოგვეცეს ჩვენი პროფესიული საქმიანობის შესრულების შესაძლებლობა", - აღნიშნულია მიმართვაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში