სახალხო დამცველის მიმართვა საპროტესტო აქციაზე მყოფი არასრულწლოვანების მშობლებს

02 დეკემბერი 2024, 01:25 236 ნახვა

საქართველოს სახალხო დამცველი აქციაზე მყოფ არასრულწლოვანების მშობლებსა და კანონიერ წარმომადგენლებს მოუწოდებს, ბაშვები, საპოლიციო ოპერაციის განხორციელების არეალს მოარიდონ.

„საქართველოს სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი საგანგებო განცხადებას ავრცელებს და საპროტესტო აქციაზე მყოფი არასრულწლოვანების მშობლებსა და კანონიერ წარმომადგენლებს მოუწოდებს, სასწრაფოდ მოარიდონ ბაშვები საპოლიციო ოპერაციის განხორციელების არეალს, რათა არ დაზიანდნენ და მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ შეექმნას“, - ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.

 

მსგავსი მოწოდება გაავრცელა, რამდენიმე წუთის წინ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში