აქციაზე „რუსთვის 2“-ის ჟურნალისტი და ოპერატორი დაშავდნენ

02 დეკემბერი 2024, 04:18 236 ნახვა

აქციაზე „რუსთვის 2“-ის ჟურნალისტი თამთა ჩიტიშვილი და ოპერატორი გიორგი ნერგაძე დაშავდნენ.

„რუსთვის 2“-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ჟურნალისტი, თამთა ჩიტიშვილი პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, საპროტესტო აქციის დროს დაშავდა. იგი სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი და შესაძლოა ქირურგიული ჩარევა დასჭირდეს. თამთა ჩიტიშვილს ფეხის არეში ჭრილობა აღენიშნება.

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, ასევე, „რუსთავი 2“-ის ოპერატორი, გიორგი ნერგაძე დაშავდა. მან აქციაზე გაშვებული გაზი შეისუნთქა. პირველად დახმარება სასწრაფო დახმარების ექიმებმა აღმოუჩინეს. ამ ეტაპზე, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში