ყოფილი ელჩების განცხადება

02 დეკემბერი 2024, 10:02 218 ნახვა

გადაწყვეტილებას იმის თაობაზე, თუ ვინ სად იქნება 2030 წელს, მიიღებენ ახლა და არა 2028 წელს. ამიტომ, კი არ უნდა გავყინოთ ევროკავშირთან მოლაპარაკებები, არამედ გავაათმაგოთ ძალისხმევა, რომ ევროპის ახალ პოლიტიკურ რუკაზე საქართველო სწორ მხარეს აღმოჩნდეს, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი ელჩების განცხადებაშია აღნიშნული.

როგორც დიპლომატების განცხადებაშია აღნიშნული, თითქოს ევროკავშირში დღესვე გაწევრიანება საქართველოს ზოგიერთ პარტნიორთან ურთიერთობაში პრობლემებს შეუქმნის - მცდარი არგუმენტია.

ამასთან, საქართველოს ყოფილი ელჩები სოლიდარობას უცხადებენ კოლეგებს, რომლებიც პროტესტის ნიშნად ტოვებენ თანამდებობებს.

მათი განმარტებით, საქართველოს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გაჩერება და უმნიშვნელოვანესი პარტნიორის აშშ-ის მხრიდან სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერება, საქართველოს ტოვებს ისეთი რისკების წინაშე, რომლებთან გამკლავება ქვეყანას დამოუკიდებლად არ ძალუძს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში