"ეს არის მთელი ქვეყნის პროტესტი", - აცხადებს პრეზიდენტი ბოლო დღეებში ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე საუბრისას ფრანგულ ფრანს-ინტერთან ინტერვიუში. ასეთი მასშტაბური პროტესტი საქართველოს ყველა ქალაქში და დაბაში არასდროს მინახავს და არც მსმენია“, - აღნიშნავს ზურაბიშვილი.
ინტერვიუში პრეზიდენტი მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ გამოყენებულ ძალას რუსულ რეპრესიებს უწოდებს.
ზურაბიშვილმა ვრცლად ისაუბრა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების გაყალბების შესახებ და განაცხადა, მმართველმა პარტიამ ოსტატურად მოიპარა ხმები რუსული სისტემის დახმარებით“.