პროტესტის მეხუთე დღე

02 დეკემბერი 2024, 12:04 229 ნახვა

დედაქალაქში გამართულ საპროტესტო აქციაზე ისევ დაშავდნენ მედიის წარმომადგენლები.  კლინიკაშია გადაყვანილი ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ჟურნალისტი თამთა ჩიტიშვილი,ასევე დაშავებული არიან ამავე არხის ოპერატორი და სამართალდამცველები.    

საპოლიციო ძალების გამოყენება შსს-მ   გამთენიისას დაიწყო, აქციის დაშლის შემდეგ  ნაწილმა  მეტროსთან გადაინაცვლა,  სადაც პროცესი რამდენიმე მათგანის დაკავებით დასრულდა.  

დღესაც ისმის აქციის მონაწილეებისგან   შეფასებები  გადამეტებული და არაპროპორციული ძალის გამოყენებაზე პოლიციის მხრიდან. 

შსს აფრთხილებს მოქალაქეებს პროტესტი კანონით დადგენილ ფარგლებში გამოხატონ.  

რატი ჯიჭონაია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში