გასული ღამის განმავლობაში კლინიკებში აქციაზე დაშავებული 37 ადამიანი გადაიყვანეს

02 დეკემბერი 2024, 14:38 224 ნახვა

აქციებიდან კლინიკებში გასული დღე-ღამის განმავლობაში, 37 ადამიანი გადაიყვანეს. დედაქალაქში გამართულ საპროტესტო აქციაზე ისევ დაშავდნენ მედიის წარმომადგენელები.

კლინიკაშია გადაყვანილი ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ჟურნალისტი თამთა ჩიტიშვილი, ასევე დაშავებულია ამავე არხის ოპერატორი და სამართალდამცველები. დაშავებულები არიან მოქალაქეებიც.

მედიკოსების ინფორმაციით მათ აღენიშნებათ დაზიანებები თავის, სახისა და კიდურების არეში.

ჯანდაცვის მინსიტრის ინფორმაციით, დაშავებულ მოქალაქეებს სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში დაზიანებები არ აქვთ.    შსს-ს ინფორმაციით,  წუხელ აქციაზე სამინისტროს   21 თანამშრომელი დაშავდა. უწყების ინფორმაციით მათ მიღებული აქვთ სხვადასხვა დაზიანება.   

 
რატი ჯიჭონაია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში