ბათუმში აქციაზე ხელვაჩაურის საკრებულოს წევრი დააკავეს

02 დეკემბერი 2024, 14:01 269 ნახვა

გუშინ, გვიან ღამით ბათუმში გამართული აქციაზე  სამართალდამცავებმა  ხელვაჩაურის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატი მამუკა ჯევაიში დააკავეს. ის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის  ორი,   წვრილმანი  ხულიგნობის  და პოლიციელების სამართლიანი მოთხოვნისადმი დამოუმორჩილებლობის  მუხლით არის დაკავებული. ბათუმის წინასაწრი დაკავების იზოლატორში გადაყვანილი ენმ-ს დეპუტატი უკვე  მოინახულა ადვოკატმა.

თენგიზ კახიძის ინფორმაციით, მამუკა ჯევაიში  პოლიცილების მხრიდან დაკავების შემდეგ განხორციელებულ ძალადობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ის პოლიტიკური მოტივით არის დაკავებული.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში