გიორგი გახარიას ბრიფინგი

02 დეკემბერი 2024, 15:26 258 ნახვა

პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე  გიორგი გახარიამ საჯარო სექტორის წარმომადგენლებს მიმართა.

"მე მინდა მივმართო იმ საჯარო მოხელეებს, რომლებსაც ჯერ კიდევ არ დაუფიქსირებიათ თავისი პოზიცია: ნუ შეგეშინდებათ, ვაი საქართველოს მოქალაქეების და ვაი პოლიტიკოსების, რომლებიც თურმე ამბობენ, ეს კარგიაო და სისტემა გაიწმინდებაო. 12 წელი ვერაფერი ვერ გააკეთეს, 12 წლის განმავლობაში თუ რაიმე გასაწმენდი იყო, და დღეს თურმე აი ამ კონფლიქტს და სისტემურ კრიზისებს  იყენებენ. ამიტომ, რაც უფრო მეტი საჯარო მოხელე იქნება, რომელიც გამოთქვამს თავის განსხვავებულ აზრს, მით უფრო დაცულები იქნებით. თქვენ უნდა იცოდეთ, რომ თქვენ გიცავთ როგორც საქართველოს კანონმდებლობა, ასევე საერთაშორისო კანონმდებლობა, და ჩვენ ყოველთვის ვიქნებით თქვენს გვერდით", - აცხადებს გიორგი გახარია.

 
 
 
აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში