საია: 2-3 დეკემბერს აქციის დაშლის გადაწყვეტილება კვლავ უკანონო იყო

03 დეკემბერი 2024, 10:12 216 ნახვა

“2-3 დეკემბერს აქციის დაშლის გადაწყვეტილება უკანონო  იყო და შსს  აგრძელებდა 28 ნოემბერს დაწყებული საპროტესტო აქციების ძალადობრივი და უკანონო მეთოდებით ჩახშობას’’- ამის შესახებ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებაშია ნათქვამი. ორგანიზაციის  განმარტებით,  აქციის დაშლისკენ დემონსტრანტებს შინაგან საქმეთა სამინისტრომ  21:15 საათისკენ მოუწოდებდა, ხოლო დარბევის ოპერაცია 21:44 წუთიდან დაიწყო. 

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, პარლამენტის წინ აქციის დაშლისთვის შსს-მ წყლის ჭავლი, ასევე გაზის კაფსულები გამოიყენა.  ამავე განცხადებაში მოყვანილია  საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელის  ვაჟა სირაძის ინტერვიუ.   „მივიღეთ გადაწყვეტილება, ვინაიდან თავიდანვე აგრესიით და ძალადობით დაიწყო აქცია 300-400 კაციანი ჯგუფის მიერ, თავიდანვე დაგვეწყო ღონისძიება".

შსს ამ შეფასებით ვერ გაამართლებს აქციის მშვიდობიანი მონაწილეთა აბსოლუტური უმრავლესობის მიმართ საყოველთაო ძალის გამოყენებას -  წერია  საიას  განცხადებაში. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში