პროტესტის მეექვსე დღე

03 დეკემბერი 2024, 10:52 215 ნახვა

პერიოდულად იძაბებოდა ვითარება დედაქალაქში აქციის მიმდინარეობისას.  დაპირისპირება იყო პროტესტის მონაწილეებსა და  სპეცრაზმს შორის.  სპეცრაზმი ისვროდა ე.წ. გაზის კაფსულებს, აქციის მონაწილეები კი, აქტიურად იყენებენ პიროტექნიკას.  

სამართალდამცველების მიერ გაზის კაფსულის გამოყენების შედეგად დაშავდა საზოგადოებრივი მაუწყებლის   გადამღები ჯგუფი.    პირველი არხის ცნობით, ჟურნალისტ თეო ხუბულავას, ოპერატორებს ლევან ქართველიშვილსა და ბადრი გამრეკლაშვილს სამედიცინო დახმარება ადგილზე სასწრაფოს მედიკოსებმა აღმოუჩინეს. 

საპოლიციო ძალები პერიოდულად აკავებდნენ აქციის მონაწილეებს. აქციის დაშლა რუსთაველზე გუშინ საღამოს დაიწყო, სპეცრაზმმა წყლის ჭავლის გამოყენება მალევე დაიწყო.

22 საათზე გამზირი დემონსტრანტებისგან თავისუფალი იყო. მომიტინგეების ნაწილმა რუსთაველის ქუჩა პოლიციის წინააღმდეგობის გამო დატოვა, თუმცა ნაწილმა ჭავჭავაძის ქუჩაზე გადაინაცვლა და პროტესტი უნივერსიტეტის მიმდებარედ გააგრძელა.

ხელოვნური ბარიკადები მოაწყვეს და ცეცხლი დაანთეს. ტერიტორიიდან გავიდა სპეციალური დანიშნულების რაზმი და სპეცტექნიკაც.  

რატი ჯიჭონაია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში