საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის ელჩები დაიბარეს

03 დეკემბერი 2024, 15:15 246 ნახვა

ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრების სანქციების შესახებ გავრცელებული განცხადებების შემდეგ, ამ ქვეყნების ელჩები საქართველოს საგარეო უწყებაში დაიბარეს.

ელჩების შეხვედრას სავარაუდოდ, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან მართავენ. სამინისტროში შესვლისას ელჩებს კომენტარი არ გაუკეთებიათ.

ცნობისთვის, ლიეტუვამ და ესტონეთმა საქართველოს მოქალაქეებს ადამიანის უფლებების დარღვევებზე პასუხისმგებლობის გამო სანქციები დაუწესა. სანქცირებულ პირთა სია ამავე ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისი და მარგუს ცაჰკნამ გამოაქვეყნეს.

სანქცირებულთა სიაში არიან: ბიძინა ივანიშვილი, ვახტანგ გომელაური, შალვა ბედოიძე, იოსებ ჭელიძე, ალექსანდრე დარახველიძე, გიორგი ბუთხუზი, ზვიად ხარაზიშვილი, მილერი ლაგაზაური, მირზა კეზევაძე, ვაჟა სირაძე, თეიმურაზ კუპატაძე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში