ზურაბიშვილის განცხადებით პოლიციელები იყვნენ ნარკოტიკული თრობის ქვეშ და მოძალადე მომიტინგეები იყვნენ სრულიად ფხიზლები, ყველამ დაინახა ვინ იყო ფხიზელი და ვინ არა, მისი ემოციური მდგომარეობა არამდგრადია - პრემიერი

03 დეკემბერი 2024, 15:34 264 ნახვა

სალომე ზურაბიშვილის ემოციური მდგომარეობა არის არამდგრადი და შეგვიძლია, თანავუგრძნოთ მას, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სალომე ზურაბიშვილის 4 პარასკევი აქვს დარჩენილი და მისი ემოციური განცხადებები არ არის გასაკვირი.

„სალომე ზურაბიშვილის ემოციური მდგომარეობა არის არამდგრადი და შეგვიძლია, თანავუგრძნოთ მას. მას აქვს დარჩენილი 4 პარასკევი და ამ ფონზე მისი ემოციური განცხადებები არავისთვის არის გასაკვირი. მისი განცხადებით, პოლიციელები იყვნენ ნარკოტიკული თრობის ქვეშ და მოძალადე მომიტინგეები იყვნენ სრულიად ფხიზლები. ყველამ დაინახა ვინ იყო ფხიზელი და ვინ არ იყო ფხიზელი ამ დღეების განმავლობაში ამ მიტინგებზე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში