ვთავაზობ საზოგადოებრივ მაუწყებელს, 4 დეკემბერს მე და შალვა პაპუაშვილს დაგვითმოს ეთერი მიხეილ ჯანელიძესთან და თინათინ ხიდაშელთან საჯარო დისკუსიისთვის - ირაკლი კობახიძე

03 დეკემბერი 2024, 19:48 245 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ 28 ნოემბრის განცხადებასთან დაკავშირებით საჯარო დისკუსიაში ჩართვის ინტერესი გამოთქვეს ყოფილმა პოლიტიკოსებმა, მიხეილ ჯანელიძემ და თინათინ ხიდაშელმა. შესაბამისი განცხადება მთავრობის „ფეისბუქის“ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ირაკლი კობახიძე, შალვა პაპუაშვილთან ერთად, სთავაზობს საზოგადოებრივ მაუწყებელს, 4 დეკემბერს, დაუთმოს ეთერი მიხეილ ჯანელიძესთან და თინათინ ხიდაშელთან საჯარო დისკუსიისთვის.

„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, უკვე არაერთგზის გამოვხატეთ ჩვენი მზადყოფნა, გავმართოთ საჯარო დისკუსია ადამიანებთან, რომლებიც ჩვენი გუნდის მიერ 28 ნოემბერს გაკეთებულ განცხადებას აპროტესტებენ. ამგვარ საჯარო დისკუსიაში ჩართვის ინტერესი უკვე გამოთქვეს ყოფილმა პოლიტიკოსებმა, მიხეილ (პაპუნა) ჯანელიძემ და თინათინ ხიდაშელმა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილთან ერთად, ვთავაზობ საზოგადოებრივ მაუწყებელს, ხვალ, 4 დეკემბერს, დაგვითმოს ეთერი მათთან საჯარო დისკუსიის გასამართად“,- აღნიშნულია განცხადებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში