ქსავიე ბატელი - გვთხოვეს, არ ვაღიაროთ არჩევნები, თხოვნა იყო პრეზიდენტისგანაც

03 დეკემბერი 2024, 21:59 473 ნახვა

ჩვენ გვთხოვეს, არ ვაღიაროთ არჩევნები, ეს თხოვნა იყო პრეზიდენტისგანაც კი, – ამის შესახებ ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ქსავიე ბატელმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ისურვებდა ანგარიშის ნახვას, იყო თუ არა არჩევნები სამართლიანი. მისივე თქმით, თუ ეს ქართველი ხალხის ნებაა, პატივი უნდა სცენ.

„საქართველოში მიმდინარე მოვლენები არ არის კარგი. ჩვენ როდესაც ვუთხარით საქართველოს, რომ არიან უფრო ახლოს ევროკავშირთან და ჩვენ გავხსენით ამაზე დისკუსია ევროკავშირში, მათ გადაწყვიტეს რომ ეს უკვე გარანტირებული აქვს და რაც უნდათ იმის გაკეთება შეუძლიათ. ისინი ახლა არასწორი მიმართულებით მიდიან. მათ ისიც კი გადაწყვიტეს, რომ სურთ ევროპული გზის გაწყვეტა. მე ვხედავ, მათ აქვთ ძალიან დიდი შიდა პრობლემები მთავრობასა და პრეზიდენტს შორის. დღეს თუ მე მართალი ვარ, ჩვენ გვთხოვეს, არ ვაღიაროთ არჩევნები, ეს თხოვნა იყო პრეზიდენტისგანაც კი. ვისურვებდი ანგარიშის ნახვას იმის შესახებ, იყო თუ არა ეს არჩევნები სამართლიანი, მაგრამ ეს თუ ქართველი ხალხის ნებაა ჩვენ მას პატივი უნდა ვცეთ. ჩვენ გვინდა დისკუსიის გაგრძელება, თუ მათ არ სურთ ევროკავშირთან დაახლოება, მაგრამ ვფიქრობ, ეს არაა ქართველების ინტერესში“, – აღნიშნა მან.

ამასთან, კითხვაზე – გეგმავთ თუ არა რაიმე ზომების მიღებას, უპასუხა: „არა, ჩვენ არ შეგვიძლია“.

„ისევ სანქციები და ეს დასჯა. ეს ტიპური ევროპელებისთვის. ერთადერთი რაც უნდა ვუთხრათ ქართველებს, არის ის, რომ არსებობს წესები და თუ თქვენ არ გინდათ ამ წესებს სცეთ პატივი, მაშინ ჩაო! ასტა ლა ვისტა“, – აღნიშნა მან.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში