ყველაფერი არის კონტროლის ქვეშ, „ნაცმაიდანი“ ჩავარდა და ქვეყნის ინტერესები იქნება თავიდან ბოლომდე დაცული - პრემიერი

04 დეკემბერი 2024, 14:05 228 ნახვა

ყველაფერი არის კონტროლის ქვეშ, „ნაცმაიდანი“ ჩავარდა და ქვეყნის ინტერესები იქნება თავიდან ბოლომდე დაცული, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, ჩავარდნილი „ნაცმაიდნის“ შემდეგ გარკვეული ძალები, ძალადობრივი დაჯგუფებები გადასული არიან იმაზე, რომ მცირედით მაინც დააზიანონ ქვეყნის ინტერესები.

„ჩავარდნილი „ნაცმაიდნის“ შემდეგ ვხედავთ, რომ გარკვეული ძალები, ძალადობრივი დაჯგუფებები გადასული არიან იმაზე, რომ მცირედით მაინც დააზიანონ ჩვენი ქვეყნის ინტერესები, მათ შორის გარკვეული ზიანი მიაყენონ ბიზნეს საქმიანობას და ასე შემდეგ, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს მცდელობებიც წარუმატებლობისთვის არის განწირული. ეს არის ბოლო დავალება, რომელსაც ეს ადამიანები ასრულებენ. ყველაფერი არის კონტროლის ქვეშ, „ნაცმაიდანი“ ჩავარდა და ქვეყნის ინტერესები თავიდან ბოლომდე იქნება დაცული“, - განაცხადა პრემიერმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში