აშშ-ის საელჩოს ქარდები იდება მიმდინარე სისტემური უხეში ძალადობის ფონზე და ეს ქარდებიც აღქმული იქნება, როგორც მწვანე შუქი ძალადობაზე, რაც შემაშფოთებელია - პრემიერი

04 დეკემბერი 2024, 14:49 252 ნახვა

იმედი მაქვს, 20 იანვრიდან ქალბატონი ელჩი და მთლიანად აშშ-ის საელჩო გათავისუფლდება იმ გავლენებისგან, რაც არასწორი მიმართულებით წარმართავს საელჩოს საქმიანობას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

აშშ-ის საელჩოს მიერ გამოქვეყნებულ ქარდებთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ეს ყველაფერი ვენის კონვენციის დარღვევაა.

„თავის დროზე ეს ქარდები იდებოდა არჩევნებში ჩასარევად, არჩევნების შედეგებზე ზემოქმედებისთვის და ახლა უკვე ქარდები იდება იმისთვის, რომ სხვა პროცესებს შეეწყოს ხელი. ყველაზე ცუდი ის არის, რომ ეს ქარდები იდება მიმდინარე სისტემური უხეში ძალადობის ფონზე და რა თქმა უნდა, ამ ადამიანების მხრიდან ეს ქარდებიც აღქმული იქნება, როგორც მწვანე შუქი ძალადობაზე. ეს არის ყველაზე შემაშფოთებელი ამ ქარდებში. იმედი მაქვს, 20 იანვრიდან ქალბატონი ელჩი და მთლიანად აშშ-ის საელჩო გათავისუფლდება იმ გავლენებისგან, რაც არასწორი მიმართულებით წარმართავს საელჩოს საქმიანობას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში