ლავროვი აფხაზეთშია

19 აპრილი 2017, 00:00 2200 ნახვა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის ვიზიტი ოკუპირებულ აფხაზეთში გრძელდება. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სოხუმში გუშინ ჩავიდა. „სპუტნიკის“ ინფორმაციით, მისი თვითმფრინავი ბაბუშერას აეროპორტში დაჯდა, სადაც ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება დახვდა რაულ ხაჯიმბას მეთაურობით, ასევე ცეკვისა და სიმღერის ანსამბლი - ღვინის ყანწით.

სერგეი ლავროვი აფხაზეთში ბოლოს 2011 წელს იმყოფებოდა. სოხუმში მან გუშინ რუსეთის ე.წ. საელჩო გახსნა, დღეს კი - სერგეი ლავროვისა და აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის რაულ ხაჯიმბას და ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრ დაურ კოვეს შეხვდება. 

ამავე კატეგორიაში