არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება 

05 დეკემბერი 2024, 09:52 201 ნახვა

„ქართული სამოქალაქო სექტორი კატეგორიულად ვგმობთ ბიძინა ივანიშვილის ძალოვანი უწყებების მიერ განხორციელებულ ძალადობას“ - ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივ განცხადებაში, სადაც წერია, რომ „ქართული ოცნების“ ქმედებები გასცდა არა მხოლოდ კანონიერ, არამედ კონსტიტუციურ და მორალურ ჩარჩოებს - “ივანიშვილის პრემიერ-მინისტრმა“ რამდენიმე დღის წინ დააანონსა რეპრესიები და დღეს უკვე ამ დავალების სისრულეში მოყვანაში ძალოვანი სტრუქტურები ჩაერთვნენ”.

აღინიშნება, რომ „ძალაუფლებაში მყოფი არალეგიტიმური ძალის მხრიდან "რეპრესიების დაწყება, დაკავებულების წამება და მომიტინგეების მიმართ ძალის გადამეტებული გამოყენება რეჟიმის სისუსტის და შიშის ნიშანია“.

ორგანიზაციები მოუწოდებენ საერთაშორისო დემოკრატიულ თანამეგობრობას, „დადგნენ ქართველი ხალხის გვერდით და რეპრესიული რუსული რეჟიმის წარმომადგენლების შესაჩერებლად გამოიყენონ მათ ხელთ არსებული მექანიზმები, მათ შორის, დაუწესონ ძალადობის ჩამდენ, დამკვეთ და პასუხისმგებელ პირებს ინდივიდუალური სანქციები“.

ასევე, განცხადებაში მოთხოვნილია 28 ნოემბრის შემდგომ დაკავებული ყველა პირის დაუყოვნებლივ გათავისუფლება, ხელახალი არჩევნების დანიშვნა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში