ჩვენ ვდგავართ ხალხთან ერთად და ვიბრძოლებთ ბოლომდე - გიორგი ვაშაძე

05 დეკემბერი 2024, 13:19 223 ნახვა

ჩვენ ვართ პროტესტში, ვდგავართ ხალხთან ერთად და ვიბრძოლებთ ბოლომდე, - ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციის სამოქმედო სტრატეგიაა, რომ დემოკრატიული სამყაროდან მოკვეთილი იყოს ყველა დამნაშავე, რომელიც ქვეყნის შიგნით ადამიანებზე ძალადობს, აყალბებს ხალხის ნებას და ასრულებს რუსულ ინტერესებს.

„გეგმებზე კითხვა დაუსვით თვითმარქვია „ქართულ ოცნებას“, რომელმაც კონკრეტულად უნდა თქვას, რას აპირებს. ჩვენ ვართ პროტესტში, ვდგავართ ხალხთან ერთად და ვიბრძოლებთ ბოლომდე, რათა საქართველო გათავისუფლდეს თვითმარქვია რუსული რეჟიმისგან, ჩატარდეს ახალი არჩევნები და დავიწყოთ ევროკავშირში სწრაფი ინტეგრაცია. ეს არის ჩვენი მიმართულება.

ჩვენი სამოქმედო სტრატეგიაა, რომ დემოკრატიული სამყაროდან მოკვეთილი იყოს ყველა დამნაშავე, რომელიც ქვეყნის შიგნით ადამიანებზე ძალადობს, რომელიც აყალბებს ხალხის ნებას და ასრულებს რუსულ ინტერესებს“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

 
აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში