გაერო-ს გენერალური მდივანი ყველა აქტორს ძალადობისგან თავშკავებისა და დიალოგისკენ მოუწოდებს - პრესსპიკერი სტეფან დიუჟარიკი

05 დეკემბერი 2024, 14:16 211 ნახვა

ჩვენ შეშფოთებით ვაკვირდებით საქართველოში განვითარებულ მოვლენებს და ხაზს ვუსვამთ გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების პატივისცემის მნიშვნელობას, - აცხადებს გაერო-ს გენერალური მდივნის პრესსპიკერი, სტეფან დიუჟარიკი.

როგორც გაერო-ში აცხადებენ, თანაბრად მნიშვნელოვანია, რომ ადამიანის უფლებების დარღვევის ყველა შემთხვევა გამოძიებული იქნას დროულად და სრული გამჭვირვალობით.

„გენერალური მდივანი მოუწოდებს ყველა აქტორს, თავი შეიკავონ ქმედებებისგან, რომლებმაც შეიძლება, გამოიწვიოს შემდგომი ძალადობა და შეეცადონ, დაძლიონ უთანხმოება დიალოგის გზით“, - განაცხადა პრესსპიკერმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში