ოთხი ოპოზიციური პოლიტიკური გაერთიანება ერთობლივ განცხადებას ავრცელებს

05 დეკემბერი 2024, 18:18 248 ნახვა

ოთხი ოპოზიციური პოლიტიკური გაერთიანება ერთობლივ განცხადებას ავრცელებს და მოითხოვს, გათავისუფლდნენ აქციაზე დაკავებული პირები და დაინიშნოს ხელახალი არჩევნები.

„2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებში გამარჯვებული პოლიტიკური პარტიები 

კიდევ ერთხელ მკაფიოდ ვაფიქსირებთ იმ მოთხოვნებს ბიძინა ივანიშვილის მიმართ, რომელთა შესრულებაც აუცილებელია კრიზისიდან გამოსასვლელად:

დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს აქციების დროს დაკავებული ყველა უკანონო, პოლიტიკური პატიმარი და მათ მიმართ შეწყდეს ყველა საქმე;

დაინიშნოს ხელახალი არჩევნები, რომელსაც ჩაატარებს ახალი, დამოუკიდებელი საარჩევნო ადმინისტრაცია და ჩატარდება სამართალდამცავი უწყებების პოლიტიკური ნეიტრალობის პირობებში!

საქართველოს, ჩვენი თავისუფლების გამარჯვება გარდაუვალია“,- აღნიშნულია განცხადებაში, რომელიც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში