ეუთოს მინისტერიალი

05 დეკემბერი 2024, 20:53 268 ნახვა

მალტაში ეუთოს მინისტრთა საბჭოს 31-ე შეხვედრაში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მონაწილეობს. მაკა ბოჭორიშვილმა სიტყვით მიმართა უცხოელ კოლეგებს და რუსეთის პასუხისმგებლობაზე ისაუბრა, უკრაინის ომის და საქართველოს კონტექსტში.
ისმოდა განცხადებები საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებითაც. საგარეო საქმეთა მინისტრები ხელისუფლებას მოუწოდებენ გამოძიებული იქნას აქციის მონაწილეების მისამართით განხორციელებული ყველა ძალადობრივი შემთხვევა და ქვეყანა დაუბრუნდეს ევროპულ გზას.
მაკა ბოჭორიშვილმა საპასუხოდ ისაუბრა, რამდენად მნიშვნელოვანია ქართული ოცნების ხელისუფლებისთვის ევროატლანტიკური გზის გაგრძელება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში