საპროტესტო აქციები

06 დეკემბერი 2024, 09:01 191 ნახვა

გვიან ღამემდე გაგრძელდა აქცია რუსთაველის გამზირზე. მოქალაქეებმა პროტესტის გამოხატვა ამჯერადაც პარლამენტის მიმდებარედ დაიწყეს. მომიტინგეები პროტესტის ნიშნად  პარლამენტის შენობის წინ გამაგრებულ ჯებირებზე აბრახუნებდნენ. ამავე პერიმეტრის შიდა ნაწილში სპეციალური დანიშნულების რაზმი იყო განლაგებული.

საპოლიციო ძალები განლაგებული იყო თავისუფლების  მოედანზეც. პროტესტის მერვე დღის აქციამ გასულ დღეებთან შედარებით მშვიდ ვითარებაში ჩაიარა. გამთენიისას ტერიტორიის დასუფთავება დაიწყო.

მოქალაქეები 28 ნოემბერს მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც მთავრობა აპირებს  ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხი 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ.

ნინო ლორჩოშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში