ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების განცხადება

06 დეკემბერი 2024, 11:39 241 ნახვა

ოთხი ოპოზიციური პარტია განცხადებას ავრცელებს და კვლავ  ორ მოთხოვნას აყენებს - გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები და ჩატარდეს ხელახალი არჩევნები. მათი თქმით, ბრძოლა და პროტესტი გაგრძელდება მანამდე, სანამ სწორედ ეს ორი მთავარი მოთხოვნა არ შესრულდება.

ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ ქვეყანაში დაწყებულია ტერორი, რეპრესიები, ხორციელდება უკანონო ჩხრეკა ბინებსა და ოფისებში, რაც მათი თქმით, მომიტინგეების დაშინების კამპანიაა.

ერთობლივ ბრიფინგზე ოპოზიციური პარტიების წევრებმა განაცხადეს, რომ პროტესტის 10-ე დღეს ქვეყანაში  უკანონოდ დაკავებული და დაშავებული აქციის ასობით მონაწილეა.

ნატა ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში