თავდაცვის ყოფილი მინისტრი, დავით კეზერაშვილი განმარტავს, რომ მისი სახლის ჩხრეკისას ამოღებული იარაღის ნაწილი მას ეკუთვნის და მასთან არანაირი შეხება არასოდეს ჰქონია დიმიტრი ჩიქოვანს. როგორც კეზერაშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავს, ამ იარაღის არსებობის შესახებ წლებია სრული ინფორმაცია ჰქონდა, როგორც შსს-ს და სასამართლოს, რომელიც სხვა ქონებასთან ერთად არაერთხელ დაყადაღდა. დავით კეზერაშვილის თქმით, ყველაფერი, რაც არ არის გაფორმებული, არის „უწყების მიერ ჩადებული“.