პრემიერი ჩინეთის ელჩს შეხვდა 

06 დეკემბერი 2024, 19:55 249 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ჭოუ ციენს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით დიპლომატმა მთავრობის მეთაურს საპარლამენტო არჩევნებში მმართველი გუნდის გამარჯვება და მთავრობის ახალი შემადგენლობის დამტკიცება კიდევ ერთხელ მიულოცა. შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების პოზიტიურ დინამიკაზე, რასაც ადასტურებს სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმება. 

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში