გლობალისტები საქართველოში აწყობენ მეორე მაიდანს, რადგან იქ აირჩიეს პოლიტიკური ძალა, რომელიც ტრადიციებს, ქრისტიანულ ღირებულებებსა და სუვერენიტეტს იცავს - ევროპარლამენტარი

07 დეკემბერი 2024, 15:22 303 ნახვა

გლობალისტებს შორის პანიკა იწყება. საქართველოში ისინი აწყობენ მეორე მაიდანს, რადგან იქ აირჩიეს პოლიტიკური ძალა, რომელიც ტრადიციებს, ქრისტიანულ ღირებულებებსა და სუვერენიტეტს იცავს, - ამის შესახებ გერმანელი ევროპარლამენტარი, ტომაშ ფროელიხი სოციალურ ქსელში წერს.

„გლობალისტებს სურთ, თავისუფალი საქართველო მეორე უკრაინად აქციონ.

 

იქნება ეს რუმინეთი, საქართველო თუ ევროკავშირი: ამ დღეებში ჩვენ განვიცდით ტოტალური დემოკრატიის სიმულაციას! დემოკრატიული ფასადის მოწყობის მცდელობაც კი აღარ არის უკვე. ნიღბები მოხსნილია.

 

ვინც არ ეთანხმება არჩევნების შედეგებს (როგორც საქართველოში) ან აუქმებს არჩევნებს (როგორც რუმინეთში) დემოკრატიას კი არ იცავს, არამედ აუქმებს მას. დემოკრატიის სიმულაცია. სწორედ, ეს ხდება ახლა“, - წერს ევროპარლამენტარი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში