ტელეკომპანია „ტვ პირველის“ გადამღებ ჯგუფს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ

07 დეკემბერი 2024, 22:38 446 ნახვა

ტელეკომპანია „ტვ პირველის“ გადამღებ ჯგუფს, პირდაპირი ეთერის მსვლელობისას, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, თავს დაესხნენ.

პირდაპირ ეთერში გადამღებ ჯგუფს ნიღბიანი პირები ფიზიკურად გაუსწორდნენ.

როგორც მედიის წარმომადგენლები აცხადებენ შენიღბულმა პირებმა მათ წაართვეს კამერები და გადამცემი აპარატურა. 

"ტვ პირველის" ინფორმაციით, მაკა ჩიხლაძეს და მის ოპერატორს სხეულის დაზიანებები აღენიშნებათ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში