სახალხო დამცველი რუსთაველის მიმდებარედ მობილიზებულ საპოლიციო ძალებს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ მოახდინონ რეაგირება და უზრუნველყონ ადგილზე მოქალაქეთა უსაფრთხოება.
ომბუდსმენის აპარატი, ასევე, შესაბამის უწყებებს მოუწოდებს, "ტვ პირველის" გადამღებ ჯგუფზე თავდასხმის ფაქტზე დაიწყონ გამოძიება და მოხდეს შესაბამისი პირების პასუხისგებაში მიცემა.
„ბოლო ერთი საათის განმავლობაში, მედიასა და სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თბილისში, რუსთაველის გამზირის მიმდებარედ, შავებში ჩაცმული პირები თავს ესხმიან და ფიზიკურად უსწორდებიან მოქალაქეებს და "ტვ პირველის" ჟურნალისტებს.
სახალხო დამცველი მოუწოდებს რუსთაველის მიმდებარედ მობილიზებულ საპოლიციო ძალებს, დაუყოვნებლივ მოახდინონ რეაგირება და უზრუნველყონ ადგილზე მოქალაქეთა უსაფრთხოება.
სამართალდამცავმა ორგანოებმა დაუყოვნებლივ დაიწყონ გამოძიება და მოხდეს შესაბამისი პირების პასუხისგებაში მიცემა“,- ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.