გუშინ უცნობი ნიღბიანები კოალიცია ცვლილებისთვის ოფისში შეიჭრნენ და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ იქ მყოფთ, გალახულია კობა ხაბაზი და პარტიის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენელი, ამბობენ რომ მათ თავს 50-მდე ადამიანი დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა, კოალიციამ გაავრცელა ოფისის კამერების კადრები, სადაც ჩანს რომ უცნობი პირები თავს ესხმიან პარტიის წევრებსა და ოფისს. შსს-სამინისტროს ინფორმაციით გამოძიება დაწყებულია 126-ე მუხლით რაც ძალადობას გულისხმობს.